ქვემო ქართლის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

დაკავება

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის  თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების  შეძენა-შენახვის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული ბ.ნ. და 1979 წელს  დაბადებული ზ.ჯ. გარდაბანსა და თეთრიწყაროში სხვადასხვა დროს დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლისა და  დამხმარე ნაგებობის ჩხრეკის შედეგად, ნარკოტიკული საშუალებები  ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: „მეთადონი“, „მარიხუანა“ და მცენარე ანაფი“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.