გაზის მიწოდება 13 600 აბონენტს შეუწყდება - ქუჩების ჩამონათვალი
1788718151
პოლონეთში, პოზნანის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილე ოთხი ადამიანი, რომლებიც თავს პოლიციელებად ასაღებდნენ. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაში აღნიშნული, ბრალდებულები ფულს ხანდაზმულ ადამიანებს სძალავდნენ. დაკავებულებს შორისაა 44 წლის ქართველი მამაკაცი.
ოთხივე დაკავებულს ბრალი თაღლითობის მუხლით წაუყენეს, მათ 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
არ არის გამორიცხული დამნაშავეთა წრე გაფართოვდეს.