დარდობენ თუ არა გარდაცვლილი ადამიანები ოჯახის წევრებზე - რას ამბობს მოძღვარი
1788810789
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის მოქალაქის შეკვეთით, განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და გასაღების ორგანიზების, ასევე საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და გასაღების ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ კალიბრის 54 ვაზნა, რომლებიც მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა.
ასევე დადგინდა, რომ მეორე ბრალდებულის ორგანიზებით, ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გაასაღეს.
საქმის მასალებით დგინდება, რომ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა გამოყენებულიყო უცხო ქვეყნის მოქალაქის მკვლელობისთვის.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად ერთ ბრალდებულს 7 წლით, ხოლო მეორეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.