პირს, რომელმაც ორი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

dzaladoba mozardze

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ორი დაზარალებულის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ორი არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული 13 მარტს დააკავეს. მას ბრალდება არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (გარყვნილი ქმედება წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირების მიმართ, ჩადენილი ავტორიტეტული და გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული წარდგენილი ბრალდების ნაწილში უდანაშაულოდ ცნო, ხოლო ორი დაზარალებულის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ფაქტზე სრულად ცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ბრალდების მხარე განაჩენს, უდანაშაულოდ ცნობის ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს“, - ნათქვამია განცხადებაში.