მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საბოტაჟის მცდელობის საქმის ფარგლებში დღეს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ლევან იზორიას გამოკითხავენ

 პროკურატურამ ქორწინების იძულების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საბოტაჟის მცდელობის ფაქტებზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება.

გამოძიების ფარგლებში, დღეს საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი გამოიკითხება. ლევან იზორიას უწყებაში 13:00 საათზე ელოდებიან. ყოფილი მინისტრი ჩორჩანის ეპიზოდთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხებს.