მითვისებულია 4 მლნ ლარი! - B.P. TRANS-ის მფლობელზე ძებნა გამოცხადდა

bichiko

B.P. TRANS-ის მფლობელ ბიჭიკო პაიკიძეზე ძებნა გამოცხადდა.

ამის შესახებ ცოტა ხნის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

ცნობისთვის, დღეს სუს-ში ბრიგინფზე განაცხადეს, რომ 4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 5 ადამიანი დააკავეს.

მათ განცხადებით, დაკავებულები არიან: შპს B. P. Trans-ის დირექტორი ვ.კ., ამავე კომპანიის თანამშრომელი ი.ჭ, და საზედამხედველო კომპანიის 3 თანამშრომელი.

მდინარაძის სუს-ი აღნიშნავს, რომ 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით B. P. Trans-ის 100%-იანი წილის მფლობელი, დანარჩენი დაკავებულების დახმარებით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტირის სამინისტროს კუთვნილ 4 184 249 ლარს.