LIVE: საგანგებო ბრიფინგი პროკურატურაში

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღების ფაქტზე, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა - ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ამირან გულუაშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პროკურატურას მიმართა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ნათესავმა ვასილ მხეიძემ, ასევე გამოძიებასთან ითანამშრომლა ჯუანშერ ბურჭულაძემაც.

2022 წლის ბოლოდან თავდაცვის სამინისტროს წარმოეშვა სხვადასხვა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურის შეძენის საჭიროება. არამართლზომიერი ფინანსური სარგებლის მისაღებად, ბურჭულაძესთან შეთანხმებით მხეიძე დაუკავშირდა ნაცნობ ბიზნესმენს და შესთავაზა შესყიდვის იმგვარ შეთანხმებას, რაც უზრუნველყოფდა გამარჯვებას, მთლიანი ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 10 პროცენტის ნაღდი ფულის გადაცემას.

თავდაცვის მინისტრი როგორც ანგარიშვალდებული პირი შეუთანხმდა ღარიბაშვილს, რომ სამინისტროს საჭიროებისთვის შესყიდვებს განახორციელებდა იმგვარი ფორმით, სასურველი ფასით გამარჯვებას. მიიღებდნენ სოლიდურ ფინანსურ სარგებელს.