ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულებს, "ალტ ინფოს" ლიდერს და კონსერვატიული მოძრაობის წევრს, სასამართლომ 5-5 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა

ზურა მახარაძე

ალტ-ინფოს ლიდერს, ზურა მახარაძეს და კიდევ ერთ წევრს, გიორგი გოგიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 5 ათას-5 ათას ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.

გადახდის ვადად დასახელდა 20 დღე. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე ბებიამ მიიღო.

როგორც ზურა მახარაძემ განაცხადა, იგი არ აპირებს გირაოს თანხის გადახდას.

იგი ფაქტს, როგორც პოლიტიკური ზეწოლის ფორმას, აფასებს და მომხდარს წინასწარ გამიზნულ პროვოკაციას უწოდებს.

ცნობისთვის,ალტ-ინფოს ლიდერს, ზურა მახარაძეს და მათ კიდევ ერთ წევრს, გიორგი გოგიას ჯგუფური ძალადობის მუხლით ბრალდება პროკურატურამ წარუდგინა.საქმე 23 მარტს ზუგდიდში მომხდარ ძალადობას ეხება."გამოძიებით დადგინდა, რომ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ორი პირის, ხოლო მეორე ბრალდებულმა ერთ პირის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ბ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) ხოლო ერთ ბრალდებულს ასევე გ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარეგინა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.