საყურადღებო ინფორმაცია მათთვის, ვინც Wizz Air-ით მოგზაურობს
1788465581
სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა დავით კვინიკაძის საქმე, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეს. მას 4 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
ასევე, 4 000 ლარის გადახდა მოუწევს თარაშ ონიანს, ლევან მაჭავარიანის შეურაცხყოფისთვის. 3 000 ლარით დაჯარიმდა მიტო ჩხაიძე, არჩილ გორდულაძის მიმართ გამოყენებული სიძულვილის ენისთვის.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კი გოგა გორგოძეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, რომელმაც სოციალურ ქსელში მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით განხორციელებულ ქმედებაზე შეურაცხმყოფელი კომენტარი დაწერა. ორი საქმის განხილვა გადაიდო.
"სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო აქტიურ რეჟიმში ახორციელებს მონიტორინგს. შესაბამისად, შეგვიძლია თავად სამმართველოს შექმნაც მივიჩნიოთ ერთგვარ პრევენციულ ზომად, რომ სოციალურ ქსელში შემცირდეს სიძულვილის ენის გამოყენება და შეიძლება, რომ თუნდაც ჩატარებული საქმეებიდან და ფაქტების გათვალისწინებით მივესალმოთ იმ დადებით ტენდენციას, რაც ხსენებული სიძულვილის ენის შემცირებასთან დაკავშირებით გამოიკვეთა", - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის იურისტმა ანი კაკიაშვილმა.