გენერალურ პროკურატურაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე ტაჯიკეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

გენერალურ პროკურატურაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე ტაჯიკეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე ტაჯიკეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა.

გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით გამართულ შეხვედრას ტაჯიკეთის რესპუბლიკის პროკურატურის, სამინისტროების, პრეზიდენტის აპარატის და ტაჯიკეთის რესპუბლიკაში გაეროს ბავშვთა ფონდის ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გენერალური პროკურორის მოადგილემ, ნათია მერებაშვილმა, დელეგაციის წევრებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში პროკურატურის მიერ განხორციელებული რეფორმებისა და მიღწეული შედეგების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

ტაჯიკეთის რესპუბლიკის დელეგაციის ხელმძღვანელმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალიზოდა ნიგინამ, თავის მხრივ, პროკურატურის წარმომადგენლებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების იმპლემენტაციის და შემდგომი სრულყოფის პროცესში გასათვალისწინებელი მნიშვნელოვანი საკითხების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა და შემდგომი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

საქართველოს პროკურატურა, წარმატებული გამოცდილების გაზიარების მიზნით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე საინფორმაციო სახის შეხვედრებს დაინტერესებული ქვეყნების სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან სამომავლოდაც გააგრძელებს.