ეს ლოცვა წაიკითხეთ და ღმერთი შეისმენს მას - ილია მეორის მიერ დაწერილი ლოცვა
1767552919
შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, უწყების სხვადასხვა დანაყოფს,ასევე, სტრუქტურულ ერთეულებს ეწვია და თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა.
მინისტრმა პირადად მოინახულა და მადლობა გადაუხადა იმ თანამშრომლებს, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში, მათ შორის სადღესასწაულო დღეებშიც, დაუღალავად ზრუნავენ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, ებრძვიან კრიმინალს, ახორციელებენ პრევენციულ საპოლიციო ღონისძიებებს, სასაზღვრო-გამტარ პუნქტებზე უზრუნველყოფენ წესრიგს და ქვეყანაში მშვიდობის სადარაჯოზე დგანან.
გეკა გელაძემ მართლწესრიგის კიდევ უფრო ეფექტიანად დაცვის პროცესში უწყების თითოეული თანამშრომლის როლს, ასევე, დანაყოფების კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამშრომლებს ყოველდღიური საპასუხისმგებლო გამოწვევების კვალდაკვალ, ნაყოფიერი და მშვიდობიანი საქმიანობა უსურვა.