ბათუმში, ავტომანქანა 2 ქალს დაეჯახა

სს

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა ორ ქვეითს დაეჯახა. დაშავებული ქალები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

შსს-ს პრესცენტის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც ავტოსატრანპორტო საშუალების მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე იმყოფება პოლიცია.