მთვარე თქვენს მხარესაა - ივლისის 7 იღბლიანი დღე
1751741820
თბილისის საქალაქო სასამართლომ პოეტ ზვიად რატიანს, რომელიც საპროტესტო აქციაზე დააკავეს, 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ზვიად რატიანის ადვოკატი, ალეკო ცქიტიშვილი ავრცელებს.
„ზვიად რატიანს სასამართლომ შეუფარდა 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. საავადმყოფოდან მოსული კაცი პირდაპირ სასამართლოდან მიჰყავთ საპატიმროში. ადამიანის უფლებათა ცენტრი ამ გადაწყვეტილებას ხვალვე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს“, - წერს ადვოკატი.