ახალი დეტალები მკვლელობის ადგილიდან - დაჭრილია მოკლული ქალის ქმარი, მისი მდგომარეობა მძიმეა

მკვლელობა ზუგდიდში

ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ე.წ. დევნილთა დასახლებაში, მკვლელობა მოხდა. მოკლულია საშუალო ასაკის ქალი, რომელიც არსებული ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა რუსეთიდან. 

მეზობლების ცნობით,ასევე, მძიმე მდგომარეობაშია მისი ქმარი. მამაკაცი ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

შემთხვევის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.