„თუ „ხლებცებს“ ხშირად მიირთმევთ - მინდა კარგად აგიხსნათ რა არის ის“ - ფსიქონუტრიციოლოგის რჩევა
1784827972
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთში ძლიერი ნალექის შედეგად გამოწვეული პრობლემის აღმოსაფხვრელად მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და მეორე დღეა სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, მერის მოადგილე გიორგი მელიქიძე და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები გაეცნენ.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი შეხვდა დაზარალებულ ოჯახს, დაათვალიერა არსებული მდგომარეობა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი ყველა საჭირო ღონისძიებას გაატარებს ინფრასტრუქტურული ზიანის დროულად აღმოსაფხვრელად. მომავალში კი, ტერიტორიაზე მოწესრიგდება გადასასვლელი გზა, რათა მსგავსი პრობლემა აღარ შეიქმნას.
გუშინ მოსულმა უხვმა ნალექმა სოფელში არსებული ხევის ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია, დაზიანდა შიდა გზა და სოფელში მცხოვრებ ერთ ოჯახს გადაადგილების პრობლემა შეექმნა.