„ახალი შეზღუდვა“ - ცნობილია, ვინ დაჯარიმდება დარღვევის შემთხვევაში
1766437353
ტყიბულის სპორტის სასახლეში საფეხბურთო კლუბ ტყიბულის „მეშახტესა“ და სახელოვანი ძიუდოისტის, ილია სულამანიძის საზეიმო დახვედრის ღონისძიება გაიმართა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კუბლაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე იზოლდა ნემსაძემ, სპორტსმენებს მომავალი წარმატებები უსურვეს და მადლობის სიგელებთან ერთად ფულადი ჯილდო გადასცეს. მადლობის სიგელებით ასევე დაჯილდოვდნენ „ტყიბულის მეშახტეს“ პრეზიდენტი ლევან ჯაფარიძე, მთავარი მწვრთნელი ლადო ბურდული და კლუბის ადმინისტრაცია, ხოლო აქტიური მხარდაჭერისთვის - გივი კუბლაშვილი.
ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი გიორგი (შალამბერიძე), ფეხბურთის ფედერაციისა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები და ვეტერანი ფეხბურთელები ესწრებოდნენ.
ტყიბულის „მეშახტე“ 2026 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ეროვნულ ლიგაში იასპარეზებს, ხოლო ილია სულამანიძე მესამე ქართველია, რომელმაც ტოკიოს გრანდ-სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა.