„არსებობს საკმაოდ ბევრი მტკიცებულება...“ - ვაკეში მოკლული ბიზნესმენის საქმის ახალი დეტალები
60 წუთის წინ
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთში, ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედნის მოწყობა დასრულდა.
განხორციელებული პროექტი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ მოადგილეებთან ერთად დაათვალიერეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბავშვებს საჩუქრად ფეხბურთისა და კალათბურთის ბურთები გადასცეს.
სპორტული მოედნების მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 121 460 ლარით დაფინანსდა.
აღსანიშნავია, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდების ხელშეწყობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება. მიმდინარე წელს ქალაქ ახალციხესა და მუნიციპალიტეტის სოფლებში კიდევ 6 ახალი მინიმოედანი მოეწყობა.