რა მოხდა თურქეთში და სად არის გურამ დადიანიძის მამა? - რას ჰყვება გურიკას დედა
1786997599
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, მერის მოადგილე დავით დურგლიშვილი და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები სოფელ ანაგაში ალექსანდრე ბეგაშვილის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნენ.
პროექტი გზის 1 650 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგებას ითვალისწინებს. გზის რეაბილიტაციის პარალელურად, მოეწყობა მიმდებარე ჩიხები და ეზოებში შესასვლელები.
სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან 1.5 მლნ ლარით ფინანსდება.