ტრაგედია მსახიობ ზურაბ ცინცქილაძის ოჯახში
1752576837
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა რეგიონში სამელიორაციო სიტემებზე არსებული მდგომარეობა, სარწყავი სეზონის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები და არსებული საჭიროებები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. შეფასდა მუნიციპალიტეტების მიხედვით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.
გიგლა თამაზაშვილმა ყურადღება გაამახვილა სამელიორაციო სამუშაოების დაგეგმვის პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების ჩართულობაზე და განაცხადა, რომ სამუშაოები რეგიონებიდან მიღებული წინადადებების და პრიორიტეტების გათვალისწინებით დაიგეგმება. საუბარი შეეხო კომპანიასა და ფერმერებს შორის წყალსარგებლობის შეთანხმების გაფორმების აუცილებლობაზე.
„სარწყავი წყლით დადგენილი წესით სარგებლობისთვის, აუცილებელია, ფერმერებმა საქართველოს მელიორაციასთან წყალსარგებლობის შეთანხმება გააფორმონ, რათა წყლის არსებული რესურსების ეფექტიანი გამოყენება, სწორად მართვა და განაწილება შევძლოთ“, - აღნიშნა გიგლა თამაზაშვილმა.
შეხვედრა შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც „საქართველოს მელიორაციის“ კომერციული და ტექნიკური დირექტორები და შიდა ქართლის რეგიონში შემავალი ოთხივე მუნიციპალიტეტის მერები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის, შიდა ქართლის რეგიონში სარწყავი სეზონის პარალელურად, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 6 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს. შედეგად, წყლით უზრუნველყოფა 11,870 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდება.