„საქართველო იყო, არის და იქნება თავისუფალი“ - ფოთის მერი

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე

მადლობა თავისუფლებისთვის - 9 აპრილის ტრაგედიადან 37 წელი გავიდა.

ფოთის  მერმა, ბექა ვაჭარაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საზოგადოების წევრებთან ერთად, 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

„9 აპრილი ჩვენი თავისუფლების სიმბოლოა. დღე, რომელიც გვახსენებს გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობას.
ეს თარიღი გვაერთიანებს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თავისუფლების მნიშვნელობას.

ქედს ვიხრით გმირთა ხსოვნის წინაშე. საქართველო იყო, არის და იქნება თავისუფალი,“ - აღნიშნა ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ.