რუსთავში, წყლისა და წყალარინების სისტემის კომპლექსური რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება

რუსთავში, წყლისა და წყალარინების სისტემის კომპლექსური რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება

რუსთავში, წყლისა და წყალარინების სისტემის კომპლექსური რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. პროექტების მონიტორინგის მიზნით, მე-19 მიკრორაიონში, აღმაშენებლის გამზირზე და ლეონიძის ქუჩაზე, მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ რუსთავის მუნიციპალიტეტის და სემეკის წარმომადგენლები. სამუშაო შეხვედრას რუსთავის დელეგატი პარლამენტში, ირაკლი შატაკიშვილიც დაესწრო.

კომპანია "ჯი ვი პი", რუსთავში წყლისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაციას, მე-19 მიკრორაიონში, ლეონიძის ქუჩაზე, აღმაშენებლის გამზირზე და ლომოური-მელიქიშვილის გასასვლელებში აწარმოებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" პროექტების დასრულების შემდეგ, რუსთავის მერია ამ ლოკაციებზე ახალი საგზაო ინფტასტრუქტურის მოწყობას დაიწყებს.

მონიტორონგის მიზნით გამართულ შეხვედრაზე, სემეკის და რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა, წყალმომარაგების კომპანიას, მიმდინარე პროექტების ვადების დაცვით დასრულება მოსთხოვეს.