1773348202
ოზურგეთში, იაკობ შემოქმედილის პირველ და მე-2 შესახვევებში გზის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა
ქალაქ ოზურგეთში, იაკობ შემოქმედილის პირველ და მე-2 შესახვევებში გზის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.
პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა წყლის სისტემა, მოეწყო რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები და გზასთან ერთად კეთდება ეზოებში შესასვლელები.
სამუშაო პროცესს ადგილზე ოზურგეთის მერი პაატა კუნჭულია და მერის მოადგილე გურამ გოლიაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
გზის რეაბილიტაცია, რომელიც უახლოეს დღეებში დასრულდება, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.










