ოზურგეთის მერი პაატა კუნჭულია, მოადგილესთან გურამ გოლიაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ასკანის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ მზიანის მოსახლეობას შეხვდა

გურია

ოზურგეთის მერი პაატა კუნჭულია, მოადგილესთან გურამ გოლიაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ასკანის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ მზიანის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე მერმა, ადგილობრივებისგან გზის მოწესრიგების, სპორტული მოედნის მოწყობისა და ტრანსპორტის რეისის დამატების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მათი გადაჭრის გზები განიხილა. ​„აქტიურად ვმუშაობთ სოფლის განვითარების გეგმაზე. ამჟამად, ვამზადებთ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას 2-კილომეტრიანი გზის დასაგებად, რომელიც სოფელ მზიანს ჩაის ფაბრიკის გავლით ნაგომრის ცენტრთან დააკავშირებს. ასევე, დაიწყება სპორტული მოედნის დაპროექტება და დაემატება ტრანსპორტის რეისი. შეხვედრაზე მოქალაქეების მიერ დასმული ყველა საკითხი უახლოეს პერიოდში მოგვარდება. მადლობას ვუხდი მზიანის მოსახლეობას აქტიური ჩართულობისთვის.“ - განაცხადა, პაატა კუნჭულიამ.