მარნეულის მუნიციპალიტეტმა ტრადიციულად უმასპინძლა თენგიზ ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ რიგით მეოთხე, საქართველოს ჩემპიონატს ქართულ ჭიდაობაში

მარნეულის მუნიციპალიტეტმა ტრადიციულად უმასპინძლა თენგიზ ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ რიგით მეოთხე, საქართველოს  ჩემპიონატს ქართულ ჭიდაობაში

მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის და საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, სოფელ თამარისის სპორტულ ცენტრში, გაიმართა, ქვემო ქართლში ძიუდოს ერთ-ერთი დამაარსებლის და ჩოხიანი ჭიდაობის დამფუძნებლის, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის და სპორტის დამსახურებული ოსტატის, მარნეულის სპორტული სკოლის ფუძემდებლის, თენგიზ ნავერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი რიგით მეოთხე,  ტრადიციული, გუნდური, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში
ტურნირში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის და მუნიციპალიტეტის 34 გუნდის 300-მდე სპორტსმენი, რაც უპრეცედენტოა.

საპრიზო ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის მედლებით, დიპლომებით, თასებით და ფულადი ჯილდოთი.

 ტურნირის ჩემპიონი და 7500 ლარის მფლობელი გახდა გუნდი "აფხაზეთი" მეორე ადგილზე გავიდა გუნდი "ხაშური"  და გადაეცა  5500 ლარი, ხოლო მესამე საპრიზო ადგილის და 4500 ლარის მფლობელი გახდა გუნდი "იმერეთი 2" .

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, გელაბერუაშვილი, საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი, გიორგი გოდაბრელიძე, საქართველოსმეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი, თამაზ ნავერიანი, თენგიზ ნავერიანის მეგობარი გელა შინჯიკაშვილი, მწერალი და თენგიზ ნავერიანის მეგობარი რომეო ფირცხელანი და მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის დირექტორი მამუკა ნავერიანი