ლენტეხში ადმინისტრაციულ ერთეულებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ლენტეხში ადმინისტრაციულ ერთეულებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გაზდელიანმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით პირველმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე განიხილეს 31 დეკემბერს მოსული უხვი ნალექის შედეგად მუნიციპალიტეტში შექმნილი პრობლემები. მერმა შესაბამისი სამსახურებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია ადგილზე არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ.

მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფები, რომლებიც კოორდინირებულად იმუშავებენ გამოვლენილი ხარვეზების სწრაფად აღმოსაფხვრელად. ასევე, შემუშავდა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანია მოსახლეობისთვის შექმნილი შეფერხებების უმოკლეს ვადებში მოგვარება.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა პროცესის მუდმივ მონიტორინგს განაგრძობს.