როგორი იქნება 2026–2027 წლების ზამთარი - სინოპტიკოსები უპრეცედენტო ოკეანურ ანომალიებზე საუბრობენ
1786298567
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტში, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 11.4 კმ-იან მონაკვეთზე (კმ 299–კმ 310) პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში გზაზე მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი, სანიაღვრე არხები, წყალგამტარი მილები, რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები და კიუვეტები. ასევე მოეწყობა ავტოპავილიონი, გზასთან მიერთებები და საგზაო ნიშნები, ხოლო გზის სავალ ნაწილზე განხორციელდება ჰორიზონტალური მონიშვნა.
ამ ეტაპზე ეწყობა ხელოვნური ნაგებობები, მათ შორის კიუვეტები, წყალგამტარი მილები და სარეგულაციო კედლები.
პროექტის განხორციელების შედეგად, გაუმჯობესდება გზის მონაკვეთის ტექნიკური მდგომარეობა და საგზაო მოძრაობის პირობები.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და პროექტის ღირებულება 19.2 მილიონ ლარს შეადგენს.