იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ბაღდათში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ბაღდათში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია გილოცავთ შობა-ახალ წელს! 2026 იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, მოადგილესთან, ბესიკ გოფოძესთან და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერთან ნოდარ გიორგიძესთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელ ხანში მიმდინარეობს ქ. ბაღდათი- კაკასხიდი-სოფ. ხანის დამაკავშირებელი გზის დაზიანებული მონაკვეთის სრულმასშტაბიანი აღდგენა. სამუშოები, რომლის ღირებულება 4 779 779 ლარს შეადგენს , სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფონდის ბიუჯეტიდან ფინანსდება და ითვალისწინებს საგზაო ინფრასტრუქტრის სრულ განახლებას.

სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში სოფელ ხანის მიმართულებით მოსახლეობა ალტერნატიული გზით გადაადგილდება. პარალელურად, ბაღდათის №1 საჯარო სკოლის მასშტაბური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 5 451 332 ლარის ღირებულების პროექტი ითვალისწინებს 300 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე და უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნას.

შეიცვალა სახურავი, კარ-ფანჯრები, შენობას დამატა ახალი ფლიგელი. მთლიანად შეიცვალა შიდა სივრცე, შეკეთდა გარე ფასადი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სამუშაოები, საკლასო ოთახების მოწყობა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.