ახალციხეში, ბაგა–ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა
1746457646
ჯერჯერობით, დაუდგენელმა პირმა 30 წლის კაცი დაჭრა. შემთხვევა სოფელ ველისციხეში მოხდა.სანადირო თოფიდან მიყენებული ჭრილობით, ახალგაზრდა ცოტა ხნის წინ, გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალის კლინიკაში შეიყვანეს.
ექიმის განმარტებით, 30 წლის მამკაცს ცეცხლნასროლი ფერდქვეშა ნაფლეთოვანი ჭრილობა აქვს.ექიმებმა დაჭრილს შესაბამისი ქირურგიული დახმარება უკვე აღმოუჩინეს და შესაძლოა, მან კლინიკა დღესვე დატოვოს.დაპირისპირების მიზეზი და დეტალები, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117- ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს