ემოციური კადრები განმუხურიდან - უკრაინაში დაღუპული თენგიზ ჭანიას ცხედარი მშობლიურ სახლში ჩამოასვენეს

თენგიზ ჭანიას ცხედარი განმუხურში მშობლიურ სახლში ჩამოასვენეს

უკრაინაში დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლის, თენგიზ ჭანიას ცხედარი განმუხურში მშობლიურ სახლში ჩამოასვენეს.

მის ცხედარს სამხედრო პატივით სამშაბათს დაკრძალავენ.

ქალაქ ავდეევკასთან დაღუპული აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლის, თენგიზ ჭანიას ცხედარი სამშობლოში დღეს დილით ჩამოასვენეს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და ახლობლებმა ცხედარს პატივი მიაგეს.