პუტინი: რუსეთს ევროკავშირის დაშლა არ სურს და დაინტერესებულია ევროპულ ქვეყნებთან თანამშრომლობით
1790878500
დაბა ბაკურიანში, დიდველის ქუჩა №40-ის მიმდებარედ, მდინარის ნაპირსამაგრი კედლის მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
პროექტის ფარგლებში 140 გრძივი მეტრის სიგრძის ნაპირსამაგრი კედელი მოეწყობა, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მდინარის ადიდებით გამოწვეულ რისკებს და უზრუნველყოფს ტერიტორიის დაცულობას.
პროექტის განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და არსებული მრავალწლიანი პრობლემის მოგვარებას ემსახურება. აღნიშნულ მონაკვეთზე უხვი ნალექის დროს მდინარის ადიდებისა და კალაპოტიდან გადმოსვლის შედეგად, ყოველწლიურად ვითარდებოდა სტიქიური პროცესები, რაც საფრთხეს უქმნიდა როგორც მოსახლეობას, ისე მიმდებარე ინფრასტრუქტურას.
სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.ბორჯომის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და მათი მთავარი მიზანი მოსახლეობისთვის უსაფრთხო, მოწესრიგებული გარემოს შექმნაა.