„იწვევს 8-წლიან (ან სამუდამო) დაზიანებას ნაწლავებში" - ბიძინა კულუმბეგოვი ინფორმაციას ავრცელებს
1784586863
სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სერგი მუშკუდიანი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა გელაშვილი, მერის პირველი მოადგილე ბიბო პაპიძე, მერის მოადგილე გელა მაღრაძე და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ფერაძე გაზეთ „ბორჯომის“ დაარსებიდან 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.
საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები.
ნაყოფიერი და მრავალწლიანი საქმიანობისთვის, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის სახელით გაზეთ „ბორჯომის“ რედაქციას მადლობის სიგელი და ვაუჩერი გადაეცა.
გაზეთ „ბორჯომის“ პირველი ნომერი 1931 წლის 20 ივლისს გამოიცა და უკვე 95 წელია ბორჯომის საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ისტორიულ მემკვიდრეობას ერთგულად ასახავს.