ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ რველში, ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს

ბორჯომი

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ რველში, ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა თანამედროვე ტიპის სკვერი და სპორტული მოედანი.

პროექტი ითვალისწინებს ტერიტორიის გამწვანებასა და კეთილმოწყობას. სკვერში განთავსდება მოსასვენებელი სივრცეები, დამონტაჟდება ატრაქციონები, სკამები და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც მოსახლეობისთვის კომფორტულ და სასიამოვნო გარემოს შექმნის.

ასევე მოეწყობა გარე განათების, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები.