ცნობილია მაისის ფავორიტი სამი ზოდიაქოს ნიშანი
1777814758
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა, მამუკა გელაშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ, ბიბო პაპიძემ, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად, სისხლის უანგარო დონაციის აქციაში მიიღეს მონაწილეობა. კამპანიას ადგილობრივი მოქალაქეებიც შეუერთდნენ.
საქველმოქმედო აქცია — „გაიღე სისხლი, მიეცი იმედი: ერთად ჩვენ გადავარჩენთ სიცოცხლეს“ — ა(ა)იპ „ცენტრალურმა სისხლის დაწესებულებამ“ გამართა.
პროექტის მიზანი სისხლის მარაგების შევსება და იმ ადამიანების დახმარებაა, რომელთათვისაც დონაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისა და საჯარო მოხელეების ჩართულობა ხაზს უსვამს მსგავსი ჰუმანიტარული ინიციატივების მხარდაჭერისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის მნიშვნელობას.