ცვლილება ჯანდაცვის სფეროში, რომელიც 26 იანვრიდან ამოქმედდება
1769244754
ბათუმის ბულვარის ტერიტორიიდან უსახური სავაჭრო ჯიხურების გატანისა და საზოგადოებრივი სივრცის მოწესრიგების პროცესი, აქტიურად გრძელდება.
ბათუმის ბულვარის შესაბამისი სამსახურის მიერ, სავაჭრო ობიექტების მფლობელების ინფორმირების შემდეგ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება არსებული ობიექტებისგან ტერიტორიის გათავისუფლების თაობაზე. აღნიშნული სამუშაოები მოქმედი კანონმდებლობის და რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს და საზოგადოებრივი სივრცის მოწესრიგებას, ბულვარის იერსახის დაცვას და მოქალაქეებისთვის დასასვენებელი გარემოს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.