ასპინძის მერიამ „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024“- ის გამარჯვებულ გუნდებს საჩუქრად ფორმები გადასცა

ასპინძის მერიამ „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024“- ის გამარჯვებულ გუნდებს საჩუქრად ფორმები გადასცა

ასპინძის მერიამ „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024“- ის მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებულ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გუნდებს საჩუქრად ფორმები გადასცა.

სოფლების - მირაშხნისა და ნაქალაქევის გუნდებს ახალი ფორმები ასპინძის მერის მოადგილემ ლევან ბერიძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ტრისტან მურადაშვილმა ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გადასცეს.

სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში გამარჯვებული გუნდები უახლოეს მომავალში "სპორტული ოლიმპიადა- 2024’’- ის რეგიონულ თამაშებში მიიღებენ მონაწილეობას.