ანსამბლი „ლაშქრული“ პოლონეთში ხალხური ხელოვნების XVIII ფესტივალზე იმყოფებოდა

სიღნაღი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სიღნაღის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ქორეოგრაფიული ანსამბლი „ლაშქრული“  პოლონეთში ხალხური ხელოვნების XVIII  ფესტივალზე  იმყოფებოდა.

ანსამბლის წევრებმა საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, კონცერტები პოლონეთის ხუთ სხვადასხვა ქალაქში გამართეს  და უცხოელ მაყურებელს ქართული კულტურისა და ხელოვნების უნიკალურობა კიდევ ერთხელ აჩვენეს.