ყურადღება! შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას აქვეყნებს
1786520663
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა ქევანიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად მხეიძე პროექტის - „ძველი დიდების ნაკვალევზე“ პრეზენტაციას დაესწრნენ.
პროექტი უკვე 12 წელია, ამბროლაურის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით და მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში შემეცნებითი ჯგუფის წევრები თურქეთში იმყოფებოდნენ, სადაც ისტორიულ და გეოგრაფიულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნენ. ვიზიტის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა აუდიტორიას წარუდგინეს მომზადებული
პრეზენტაციები და ვიზიტის ფარგლებში მოპოვებული მასალა.
პროექტის მიზანია ახალგაზრდებისთვის დამატებითი ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების ხელშეწყობა.
პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბაქარ ბაკურაძე და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ლაშა აბაიშვილი.