1756298559
ახალციხეში სპორტსკოლის კაპიტალური რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, მოადგილესთან ვაჟა გაჩეჩილაძესთან და მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად სპორტსკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე გაეცნო.
ქალაქ ახალციხეში, ასპინძის ქ. N 44-ში მდებარე სპორტული კომპლექსს (სპორტსკოლას) კაპიტალური რეკონსტრუქცია-რტეაბილიტაცია უტარდება.
პროექტის ფარგლებში შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 2- სართულიანი შენობა, სადაც მოეწყობა 300 მაყურებელზე გათვლილი სპორტული ინფრასტრუქტურა, კეთილმოეწყობა კომპლექსის მიმდებარე ტერიტორია, დაგეგმილია გამწვანების ზოლისა და პარკინგის მოწყობა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტით დაინტერესებული მოსწავლეების ხელშეწყობა.
შენობის კაპიტალური რეაბილიტაციის შემდეგ მოსწავლე-ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ კეთილმოწყობილ გარემოში გააგრძელონ სწავლა.