3 ოქტომბერს ახმეტის მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი წევრის არჩევნები გაიმართება

ახმეტის საკრებულო

2026 წლის 3 ოქტომბერს ახმეტის მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი წევრის არჩევნები გაიმართება.
შუალედური არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს, ადამ მოზაიძეს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა.

მიმდინარე წლის მარტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, მოზაიძე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა.

დეპუტატთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი მოქალაქე, რომელსაც გამოძიება ქრთამის აღებაში დახმარებას ედავება.

გამოძიების ინფორმაციით, საკრებულოს წევრმა, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირის დახმარებით, სოფელ კასრისწყალში საკარანტინე სივრცის მოსაწყობად, 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით 3 000 ლარი გამოართვა.დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.