1 აგვისტოს, ამბროლაურში, რეგიონულ ჯანდაცვის ცენტრში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება

აქცია

1 აგვისტოს, 10:30 საათიდან, ქალაქ ამბროლაურში,რეგიონულ ჯანდაცვის ცენტრში (ბრატისლავა-რაჭის ქ. N11)  უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება.

კლინიკა ლჯ-ის პროფესიონალ ექიმთა გუნდი (კარდიოლოგი, ოფთალმოლოგი, რევმატოლოგი, ოტოლარინგოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნეფროლოგი, უროლოგი, ნევროლოგი, ალერგოლოგი, ანგიოლოგი, ტრავმატოლოგი, ვერტებროლოგი) ადგილობრივ მოსახლეობას უფასო კონსულტაციებს  გაუწევს.

მოქალაქეებს, ასევე შესაძლებლობა ექნებათ  ჩაიტარონ კარდიო და ზოგადი ექოსკოპია. აქცია ძირითადად ზრდასრული მოსახლეობისთვის არის განკუთვნილი

(ოფთალმოლოგისა  და ტრავმატოლოგის მომსახურებით შეუძლიათ ისარგებლონ ბავშვებმაც).

მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტების ორგანიზებითა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, პერიოდულად ტარდება სხვადასხვა სახის უფასო სამედიცინო აქციები, რომელთა ფარგლებშიც მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, ადგილზე ისარგებლოს სხვადასხვა პროფილის მოწვეული სამედიცინო სპეციალისტების მომსახურებით.