1725743393
VIDEO: რომელი მედიკამენტები იწვევს მეხსიერების გაუარესებას, შესაძლოა, მას ყოველდღიურად სვამთ - ნახეთ, ექიმის რჩევა
ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში "მთავარი დიაგნოზი" საუბრობს იმ მედიკამენტების შესახებ, რომელთა ხანგრძლივი დროის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა, მეხსიერება გაგიუარესდეთ:
- ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ მეხსიერების გაუარესება არა მარტო დაავადებებით, არამედ იმ მედიკამენტებითაც შეიძლება იყოს გამოწვეული, რომელთაც ყოველდღე სვამთ. მაგრამ, არ გიფიქრიათ, რომ ეს მედიკამენტი შესაძლოა, სწორედ რომ მეხსიერების გაუარესების მიზეზი იყოს. ზოგადად, მეხსიერების გაუარესება ნებისმიერ წამალს შეუძლია, როცა ის ხანგრძლივი დროითა და მაღალი დოზებითაა გამოყენებული. მაგრამ, არის გარკვეული მედიკამენტები, რომლებიც მეხსიერების გაუარესების განსაკუთრებული უნარით ხასიათდებიან, როცა მათ ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყენებენ.