საყურადღებო ინფორმაცია! რა ფერის საცურაო კოსტიუმი უნდა ეცვას ბავშვს, რომ წყალში ჩავარდნისას ადვილად შენიშნონ

რა ფერის საცურაო კოსტიუმი უნდა ეცვას ბავშვს, რომ წყალში ჩავარდნისას ადვილად შენიშნონ

სამწუხაროდ, ყოველწლიურად წყალში არაერთი უბედური შემთხვევა ხდება. მიზეზი სხვადასხვაგვარია: პირველადი დახმარების არცოდნა, დახმარების აღმოჩენის დაგვიანება, წყალში ბავშვის დროულად ვერმიგნება, თუ სხვა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დახრჩობა 1-დან 24 წლამდე ასაკის ადამიანების სიკვდილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. 5 წლამდე ასაკის ბავშვები კი ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან. ამიტომ ყოველ წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს:

mshblebi.ge-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ საცურაო კოსტიუმის სწორად შერჩეულ ფერსაც კი შეუძლია დახრჩობის რისკი შეამციროს. რა ფერის საცურაო კოსტიუმები უნდა შეუძინოთ შვილებს, რომ წყალში მათი თვალყურის დევნება არ გაგიჭირდეთ და თუ ისინი დახრჩობის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებიან, მალევე მიაგნოთ:

მაშველების თქმით, საცურაო კოსტიუმის ფერს შეუძლია, საგანგებო სიტუაციაში გადამწყვეტი როლი შეასრულოს. ექსპერტები ამბობენ, რომ როდესაც ადამიანი, განსაკუთრებით კი ბავშვი, წყლის მიღმა აღმოჩნდება, საცურაო კოსტიუმის ფერით მისი აღმოჩენა და დროული დახმარება მნიშვნელოვანი ფაქტორია. 

მაშველ-ინსტრუქტორმა ნატალი ლივინგსტონმა საკუთარ კოლეგებთან ერთად შეადგინა იმ ფერების ჩამონათვალი, რომელიც წყალში ჩაძირვისას ყველაზე უკეთ ჩანს და შესამჩნევია.

მაშველ-ინსტრუქტორებმა სხვადასხვა ფერის ქსოვილი წყალში მოათავსეს და ექსპერიმენტი ჩაატარეს. შედეგად, დადგინდა, რომ ნეონის ფერები ყველაზე კარგი არჩევანია. წყალში ყველაზე უკეთ ჩანს ნეონის ვარდისფერი, ნეონის ყვითელი, ნეონის მწვანე, ნეონის ნარინჯისფერი, თუ სხვა. შეგიძლიათ, შეიძინოთ, როგორც სადა ვარიანტები, ასევე სხვადასხვა პრინტით. მთავარია, ის იყოს მკვეთრი და ადვილად გარჩევადი.

"ბავშვებზე, რომლებიც კაშკაშა, ფლუორესცენტულ ფერებს ატარებენ, თვალყურის დევნებაც უფრო მარტივია და წყალშიც გაცილებით შესამჩნევია." - ამბობენ სპეციალისტები.

ყველაზე არაეფექტური კი თეთრი, ნაცრისფერი და ცისფერი საცურაო კოსტიუმებია. მაშველების თქმით, ეს ფერები წყალში ცუდად ჩანს და ბავშვის მოძებნას, ან შემჩნევას, რომ ის წყალში იძირება, ბევრად მეტი დრო სჭირდება.

ასევე ნახეთ:

VIDEO: იმერული ჰანგები და „შავი ხარჩო“ მასპინძელისგან - პოზიტიური ვიდეო

VIDEO: დაათვალიერეთ სალომე ღვინიაშვილის ულამაზესი, მინიმალისტური სახლი ტყის ხედით

მიწევს გავაფრთხილო საზოგადოება იმ საშიშროებაზე, რაც ქვეყანაში შეიძლება მოხდეს... - ზურაბ სიხარულიძე განცხადებას ავრცელებს