როგორ მოვამზადოთ ბავშვი ბაღისთვის ისე, რომ სტრესი არ მიიღოს - სპეციალისტის რჩევა

ბაღი

ბავშვები, რომლებიც საბავშვო ბაღში დადიოდნენ, უფრო უკეთ არიან მომზადებულნი სკოლისთვის და იმ თანატოლებზე უკეთ სწავლობენ, რომლებსაც საბავშვო ბაღში არ უვლიათ. თანატოლებთან ურთიერთობა და სასწავლო აქტივობა დადებითად მოქმედებს ბავშვის ემოციურ სფეროზე, ის იოლად ადაპტირდება ახალ გარემოსთან, ნაკლებად ავადმყოფობს და სწრაფად ითვისებს ახალ მასალას.

იმისთვის, რომ საბავშვო ბაღში სიარულმა პატარას მხოლოდ სარგებლობა მოუტანოს, აუცილებელია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება. ესენია ბავშვის ხასიათი, განვითარების ინდივიდუალური თავისებურებები და, რასაკვირველია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. 

მშობლების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ბაღისთვის ოპტიმალური ასაკი 3 წელია, თუმცა ზოგიერთი საბავშვო ბაღში უფრო პატარაც მიჰყავთ, ეს კი შესაძლოა სტრესად ექცეს ბავშვს. ორ წლამდე ბავშვი მიჯაჭვულია დედას და ძნელად ეგუება მასთან ხანგრძლივ განშორებას. ამასთან, სპეციალისტების აზრით, ორ წლამდე ბავშვს არ აქვს უცხოებთან ურთიერთობის მოთხოვნილება, მას მშობლებთან ურთიერთობაც ჰყოფნის. სხვა ბავშვებს ორ წლამდე ასაკის პატარა დიდ თოჯინებად აღიქვამს. მაგრამ ბავშვი წამოიზრდება და თანატოლებთან თამაში უფრო და უფრო საინტერესო ეჩვენება. ამიტომ პედაგოგებსა და ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ საბავშვო ბაღისთვის ოპტიმალური ასაკი 3-დან 5 წლამდეა.

როგორ მოვიქცეთ, რომ პატარა იოლად ადაპტირდეს ახალ გარემოსთან?

თუ პატარა ბავშვი სადილად მხოლოდ წვნიანს ჭამს, ის გაოცდება, როცა ბაღში მეორე და მესამე კერძს შესთავაზებენ და შესაძლოა, მათზე უარი თქვას. ამიტომ რეკომენდებულია, სახლში თანდათან შევცვალოთ კვების ხასიათი.

მიაჩვიეთ ბავშვი კაკაოს, კომპოტს, ყიყლიყოს - ბაღში მათ ხშირად ამზადებენ.

მიაჩვიეთ დამოუკიდებლად ჭამას.

ბავშვი ყველაფერს ხვდება, ამიტომ კარგი იქნება, თუ ხშირად მოუყვებით ბაღის შესახებ. აუხსენით, რომ იქ ყოველდღე იკრიბებიან მისი ტოლები, რათა ერთად ითამაშონ, ისეირნონ, ისწავლონ ლექსები, ხატონ, ერთმანეთს დაუმეგობრდნენ.

კარგი იქნება, თუ ბაღში წინასწარ მოაწყობთ ექსკურსიას, აჩვენებთ ბავშვს, როგორ თამაშობენ პატარები, როგორი ავეჯი და სათამაშოები აქვთ.

წყარო:

ასევე დაგაინტერესებთ:

„პირველი ვიყავი საქართველოში, ვინც საჯაროდ ვაფრთხილებდი მოსახლეობას „გრძელი კოვიდის“ შესახებ...“ – გიორგი ფხაკაძე

ხერსონის დაბომბვას 6 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

დავით კოდუა მეუღლეს შეურიგდა? - რა ფოტოს ავრცელებს ოჯახი