როგორ გავრეცხოთ ხილ-ბოსტნეული ისე, რომ პესტიციდები მოვაშოროთ - გიორგი ღოღობერიძის რჩევები

ბოსტნეული

ექიმი გიორგი ღოღობერიძე გვირჩევს, თუ როგორ გავრეცხოთ ხილი და ბოსტნეული ისე, რომ ზედაპირზე არსებული ჩვენი სხეულისთვის ტოქსიკური პესტიციდები მარტივად მოვაშოროთ:

-აიღეთ ნებისმიერი ხილი და ბოსტნეული. ამ შემთხვევაში, მაგალითად, მარწყვი განვიხილოთ. წყლით სავსე ჭურჭელში ჩაყარეთ. ძმარს ნუ დაამატებთ. ძმარი პესტიციდებს არ მოაშორებს. დაამატეთ საკვები სოდა. 1 ლიტრს წყალზე 1 სუფრის კოვზი გამოიყენეთ. ამის შემდეგ ეს ყველაფერ კარგად მოურიეთ, დაახლოებით, 15 წუთი გააჩერეთ, შემდეგ სითხე გადაღვარეთ, გაავლეთ ჩვეულებრივ წყალში, გადმოიტანეთ თასიდან, გააშრეთ და მიირთვით.