როგორ ჩავდგეთ ფორმაში დღესასწაულების შემდეგ

დეტოქსი

სადღესასწაულო დღეებში ხშირად განსაკუთრებით ბევრ კალორიას ვიღებთ, რაც წონაში მატებასა და სიმძიმის შეგრძნებას იწვევს.

სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ორგანიზმის „განსატვირთად“ და ფორმაში სწრაფად დასაბრუნებლად, შევამციროთ კვება ისე, რომ 1000 კალორიაზე მეტი არ მივიღოთ. ასევე, დავუბრუნდეთ ფიზიკურ აქტივობას.

ჭამეთ ნაკლები 

სამი-შვიდი დღის განმავლობაში მენიუდან გამორიცხეთ ალკოჰოლი, შებოლილი, შემწვარი, მწნილი, ცხარე და მარილიანი საკვები; მიზანშეწონილია უარი თქვათ მარილზე, რადგან ის აკავებს წყალს ორგანიზმში. შეამცირეთ პორციის რაოდენობა და გაზარდეთ კვების რაოდენობა დღეში 4-6-მდე. ორგანიზმის განტვირთვის ზოგადი წესია, რომ დღის განმავლობაში მიღებული კალოერიები ათასს არ უნდა აღემატებოდეს.

დალიეთ მეტი სითხე

ამას განსაკუთრებული როლი აქვს. რაც უფრო მეტ წყალს სვამთ, მით უფრო სწრაფად ათავისუფლებთ ორგანიზმს დაგროვილი ტოქსინებისგან. სითხის ყოველდღიური მიღება 1,5-2,5 ლიტრია.

აკონტროლეთ თქვენი გულისცემა

ვარჯიშის დროს სწორედ ამას აქვს მნიშვნელობა, რის ხარჯზე დაიკლებთ და რეალურად, ცხიმის წვის პროცესს უწყობთ თუ არა აქტივობით ხელს.

ივარჯიშეთ სწორად

ვარჯიშის დროს ჩართეთ კუნთების დიდი ჯგუფი - ფეხების, გულმკერდის, ზურგის, მუცლის კუნთები - და შეასრულეთ მრავალნაწილიანი ვარჯიშები, მათ შორის, ჩაჯდომა, აზიდვები და სხვა. თუ დამწყები სპორტსმენი ხართ, მაშინ, დღეში 10-10 საკმარისი იქნება და 10 დღეში აუცილებლად იგრძნობთ სიმსუბუქეს.