როდის უნდა გავიხეხოთ კბილები - ჭამამდე თუ ჭამის შემდეგ - ექიმის პასუხი

კბილების გახეხვა

როდის უნდა გავიხეხოთ კბილები, ჭამამდე თუ ჭამის შემდეგ - ამ კითხვაზე სტომატოლოგი რეკომენდაციას ავრცელებს და გვირჩევს, რომ საუზმის დასრულებისთანავე კბილები არ გავიხეხოთ.

მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, დილით სჯობს კბილების გახეხვა თუ საღამოს - წლების მანძილზე გრძელდებოდა.

სტომატოლოგი, იმპლანტოლოგი ნაიდა ოსმანოვა ასეთ ინფორმაციას უზიარებს პაციენტებს

„ღამით პირის ღრუში ნერწყვის გამოყოფა მნიშვნელოვნად მცირდება. ეს ქმნის ნადებში ხელსაყრელ გარემოს ბაქტერიების გამრავლებისთვის რომლებიც იწვევენ უსიამოვნო სუნს და შეიძლება კუჭშიც კი მოხვდეს, ამრიგად, საუზმემდე კბილების გახეხვა ორგანიზმზე ბაქტერიული დატვირთვის მინიმიზაციის საშუალებაა.

ექიმი რეკომენდაციით მიმართავს ადამიანებს, რომლებიც კბილებს საუზმის შემდეგ იხეხავენ, რომ საკვების მიღებიდან ნახევარი საათის შემდეგ გამოიხეხონ კბილები.

„ბევრი პროდუქტი, როგორიცაა ხილი, წვენები და ყავა, შეიცავს მჟავებს, რომლებიც დროებით არბილებენ მინანქარს. თუ კბილებს საუზმისთანავე გაიხეხავთ, შეიძლება მექანიკურად დააზიანოთ ისინი, თუმცა ნახევარ საათში ნერწყვი ბუნებრივად გაანეიტრალებს მჟავებს და მინანქარზე თხელი ფენა აღდგება. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება კბილების გახეხვა უსაფრთხო და ნამდვილად სასარგებლო იქნება“,- განმარტავს ექიმი.