რუსთავში ავტომობილი ჯერ ტროტუარზე მდგომ ახალგაზრდა კაცს დაეჯახა, შემდეგ კი აფთიაქში შევარდა
1751641039
მარტივი და უსაფრთხოა! გიზიარებთ ხრიკს, როგორ გავუფრთხილდეთ ალუბლის/ბლის მოსავალს და გავწმინდოთ ის ჭიებისგან.
პატარა ჭიაღუები, ანუ ალუბლის ბუზის ლარვები, თითქმის ყველა ალუბალშია. თუ არ არიან, დიდი შანსია, რომ მცენარე სპეციალური ქიმიური წამლებით იყოს დამუშავებული. მიუხედავად იმისა, რომ მცენარეებს ბუნებრივი საშუალებებით ამუშავებენ, მცირე ეფექტიანობის გამო, მოსავალში მაინც ხვდება პატარა ჭიაღუები.
მნიშვნელოვანი შენიშვნა: ლარვები ადამიანისთვის მავნე არ არის — მათი შეჭმაც კი არ მოგაყენებთ ზიანს , უბრალოდ, არაესთეტიკურია და ბევრისთვის მიუღებელი. ჩვენ კი მოსავალს არასდროს ვაგდებთ — ამაში ხომ მთელი წლის შრომაა ჩადებული! მით უმეტეს, არსებობს ერთი ძალიან იაფი და ეფექტური ხრიკი, რომელიც ყოველთვის მუშაობს. გიზიარებთ ჩემს მეთოდს:
ნაბიჯი 1: გადავარჩევ ალუბალს და ვაცლი ყუნწებს. აღსანიშნავია, რომ ხისგან მოწყვეტისას უმჯობესია ყუნწიანად მოწყვიტოთ — ასე ნაყოფი უფრო დიდხანს ინახება.
ნაბიჯი 2: ვამზადებ მარილიან ხსნარს — 1 ჩაის კოვზი მარილი 1 ლიტრ წყალში. ეს ოდენობა საკმარისია 500 გრამი ხილისთვის.
ნაბიჯი 3: ვასხამ ხსნარს ალუბალზე ისე, რომ წყალი სრულად ფარავდეს მას. ოდნავ მოვურიოთ კოვზით, რომ ყუნწის ადგილიდან ჰაერის ბუშტუკები გამოვიდეს.
ნაბიჯი 4: ველოდებით. ჭიაღუები იწყებენ ამოსვლას დაახლოებით 10–15 წუთში, თუმცა უკეთესი შედეგისთვის ნაყოფი 2–3 საათი დავტოვეთ ხსნარში.
ჭიაღუები ზედაპირზე ამოდიან. მარილიანი ხსნარი ნაყოფის გემოზე არ მოქმედებს. ბოლოს უბრალოდ კარგად გავრეცხოთ წყალში — ალუბალი რჩება ტკბილი, სუფთა და მზად არის ნებისმიერი გამოყენებისთვის: შესაჭმელად, კომპოტისთვის, ან უგემრიელესი მურაბისთვის!