1776852218
რატომ არ უნდა გეკეთოთ ნიშნობის ბეჭედი საწოლში
ნიშნობის ბეჭდის საშუალო ღირებულება 2024 წელს საშუალოდ 5000 ლარად არის შეფასებული.
თქვენ შეიძლება მუდმივად ატარებდეთ ბეჭედს, მაგრამ სპეციალსტები ამბობენ, რომ ეს შეიძლება არ იყოს საუკეთესო იდეა.
ბეჭდის „კბილებს“ უწოდებენ პატარა სამაგრებს, რომლითაც ბრილიანტის თვალია ჩამაგრებული. ბეჭედი საწოლშიც გეკეთებათ, ამან შეიძლება გამოიწვიოს მათი დეფრომაცია, რაც თავისთავად გამოიწვევს ალმასის მოყანყალებასა და დაკარგვის რისკს.
თუ რეგულარულად სჭირდება შეკეთება თვალიან ბეჭდებს, მათი დაახლოებით მესამედი კბილთა დაზიანების გამოა.
თუ იცით, რამდენად იდეალურად ჯდება ბეჭედი თქვენს თითზე?
დაფიქრდით, რამდენს ოფლიანობთ მთელი დღის განმავლობაში ან რამდენი ბაქტერია გროვდება თქვენი ბეჭდის ქვეშ, რაც ბუნებრივად იწვევს დერმატოლოგიურ პრობლემებს. ღამით ბეჭდის მოხსნით თქვენ ამცირებთ ბაქტერიების დაგროვებას და ნებას რთავთ თქვენს თითს, ისუნთქოს.
ადამიანების ორ მესამედზე მეტი არასდროს წმენდს სამკაულებს და თუ გავითვალისწინებთ კანის პოტენციურ პრობლემებს, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს ბეჭდის ხანგრძლივად ტარებამ, ეს ცოტა შემაშფოთებელია.
ყოველ საღამოს ძილის წინ ბეჭდის მოხსნით საკუთარ თავს კარგ საბაბს აძლევთ, გაწმინდოთ ის.
ეს სასურველია, გაკეთდეს ყოველდღე, მაგრამ კვირაში ერთხელაც საკმარისია. უბრალოდ, დაასველეთ ბეჭედი თბილ წყალში, რომელშიც ჭურჭლის სარეცხი ჟელეა გახსნილი, 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ ნაზად გახეხეთ რბილი კბილის ჯაგრისით.
ამ ყველაფრის გაკეთება გრძელვადიან პერსპექტივაში დაზოგავს დიდ ფულს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ბეჭდის შეკეთებას.
შეიძლება არარეალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ ბეჭედს მუდმივად ატარებთ (განსაკუთრებით საწოლში), დროთა განმავლობაში ის დეფორმირდება.
და თუ თქვენი ბეჭედი დამზადებულია თხელი ზოლისგან ან რბილი ლითონისგან, მას აქვს კიდევ უფრო დიდი შანსი, რომ შეიცვალოს ფორმა.
„თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენს ოდესღაც იდეალურად მრგვალ ბეჭედს ახლა ოვალური ფორმა აქვს, ეს სავარაუდოდ იმის გამოა, რომ მას მოუხსნელად ატარებთ.
რა თქმა უნდა, ბეჭდის კბილები თქვენს ქვას უსაფრთხოდ ინახავს, მაგრამ თუ საწოლში გიკეთიათ და ძილში ძლიერ ოფლიანდებით, შეგიძლიათ დააზიანოთ არა მხოლოდ კბილების სტრუქტურა, არამედ თავად ქვაც.
ეს ყველაფერი ზრდის იმის ალბათობას, რომ ბეჭედი გამოსდოთ თქვენს თეთრეულზე ან ღამის პერანგზე, რამაც შეიძლება დააზიანოს კბილების წყობა.
თქვენ არ გაქვთ რეალური კონტროლი თქვენი სხეულის მოქმედებებზე ძილის დროს, ამიტომ ბეჭედმა შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ახლობლებს.
ზოგიერთი დედა არჩევს საქორწინო ბეჭდის მოხსნას ძუძუთი კვების დროს ან ჩვილზე ზრუნვისას.
"მიუხედავად იმისა, რომ ეს შემთხვევითია, საწოლში ერთმა შემობრუნებამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ბავშვის შემთხვევითი გაკაწვრა ან უარეს შემთხვევაში, კანის აბრაზია."
მიუხედავად იმისა, რომ თქვენს ნიშნობის ბეჭედს აქვს სენტიმენტალური ღირებულება, მას ასევე აქვს ფინანსური ღირებულებაც და არც ისე ცოტა.
საქორწინო ბეჭდის სწორად ტარება გაზრდის მის სიცოცხლეს. მუდმივი ტარება, განსაკუთრებით ძილის დროს, დააჩქარებს ცვეთას, რაც მის ფასს საკმაოდ გააიაფებს.
თუ ნამდვილად გსურთ შეინახოთ თქვენი ბეჭედი ისე, რომ პატივი მიაგოთ მის განსაკუთრებულობას საუკეთესო ვარიანტია ძილის წინ ჩამოიხსნათ, არ დაგავიწყდეთ მისი გაწმენდა და უბრალოდ აღფრთოვანდით, როცა ისევ დილით ისევ გაიკეთებთ.










