რა შემთხვევაში არ უნდა მიირთვას ადამიანმა ალუჩა - ექიმის გაფრთხილება

ალუჩა

მარწყვი და ოხრახუში ათჯერ მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ლიმონი, - ამის შესახებ ექიმი-ენდოკრინოლოგი ნინო ლომთაძე. 

მისივე თქმით, ალუჩის მირთმევა ყველა ადამიანისთვის რეკომენდებული არ არის.

ალუჩა დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს, B-ჯგუფის ვიტამინებსაც და ასევე, ორგანულ მჟავებს. ეს ორგანული მჟავები ჩვენს ორგანიზმს ეხმარება საკვების გადამუშავებაში. თუმცა, იმ ადამიანებს, ვისაც კუჭ-ნაწლავის პრობლემები აწუხებთ, წყლულოვანი დაავადება, გასტრიტი, ალუჩა მათთვის სასურველი არ არის, ამას სიფრთხილით მოეკიდონ, რადგან კუჭის მჟავიანობას წევს. 

ხილი სადილიდან, 1-2 საათის შემდგომ უნდა მივირთვათ. სადილს არ უნდა მივაყოლოთ. ბოსტნეული პირიქით - წონაში კლებისთვის დაგვეხმარება,“ - ამბობს ნინო ლომთაძე.