ვისთვის დაიშვება გამონაკლისი ამერიკის ვიზის მიღებაზე - საელჩოს განმარტება
1768752038
ექიმი ზაზა თელია საკვების გაყინვის თემაზე საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციას აზიარებს.
„შეიძლება თუ არა საკვების გაყინვა? საყინულეში მჭიდროდ შეფუთულ მდგომარეობაში ან დალუქულ კონტეინერში ბევრი საკვები პროდუქტი ვარგისიანობასა და კარგ თვისებებს ინარჩუნებს თვეების განმავლობაში. ეს დრო საკვები პროდუქტების მიხედვით განსხვავდება:1. კარაქი - 6-დან 9 თვემდე;2. ბანანი - 2-3 თვე;3. კვერცხის ცილა ან გული - 1 წელი;4. ყველი - გაუხსნელი, ქარხნულად შეფუთული ყველი - 6 თვედაჭრილი ყველი - 3-4 თვე;5. შეუჭმელი, დარჩენილი პიცა - 1-2 თვე;6. ავოკადო - 8-12 თვე;7. მცენარეული საკვები - 6 თვე;8. პური - გამომცხვარი - 1 თვე;არაგამომცხვარი კონსერვანტების გარეშე - 3-5 თვე;9. რძე - 3 თვე;10. კანფეტი - 3-6 თვე;11. ნაჭუჭიანი თხილეული - 6 თვე ან მეტი;12. შემწვარი მორჩენილი საკვები - ხორცეული - 2-3 თვე.ქათამი, ინდაური ან თევზეული - 4-6 თვე;13. წვნიანი ან სოუსის ტიპის მოთუშული კერძი ბოსტნეულით და ხორცით - 2-3 თვე ასე რომ ნუ გადაყრით საკვებ პროდუქტებს, მორჩენილ საკვებსშეგიძლიათ გაყინოთ პროდუქტები, შეინახოთ ან დაურიგოთ გაჭირვებულებს“ - წერს ექიმი სოციალურ ქსელში.